FeaturesPluginsDocs & SupportCommunityPartners

NetBeans IDE 5.5 დამწყების სახელმძღვანელო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NetBeans IDE 5.5 ინტეგრირებულ გარემოში!

ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნათ მარტივი "Hello World" კონსოლური პროგრამა NetBeans IDE-ს საშუალებით. სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდგომ თქვენ გექნებათ ზოგადი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნათ, დააკომპილიროთ და შეასრულოთ პროგრამები ინტეგრირებულ გარემოში (IDE).

ამ სახელმძღვანელოს გასარჩევად დაგჭირდებათ 10 წუთზე ნაკლები.

ამ სახელმძღვანელოს გარჩევის შემდგომ შეგიძლიათ გადახვიდეთ NetBeans IDE სახელმძღვანელოების კრებულებზე. ეს სახელმძღვანელოები ვრცლად აღწერენ ინტეგრირებული გარემოს (IDE) შესაძლებლობებს და სხვადასხვა ტიპის სისტემების შექმნის პროგრამულ ხერხებს. თუ თქვენ არ გსურთ "Hello World" პროგრამის შექმნა, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს სახელმძღვანელო და პირდაპირ გადახვიდეთ ამ კრებულებზე.

ვიდრე დაიწყებდეთ

პირველი პროგრამის შესაქმნელად, აუცილებელია თქვენს კომპიუტერზე დაინსტალირებული იყოს შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფა

პროექტის მომზადება

IDE პროექტის შესაქმნელად:

  1. გაუშვით NetBeans IDE.
  2. IDE-ში, აირჩიეთ File >: New Project, როგორც ნაჩვენებია ქვედა სურათზე.
  3. NetBeans IDE with the File >: New Project menu item selected.

  4. New Project ოსტატის ფანჯარაში, აირჩიეთ კატეგორია General და აირჩიეთ Java Application როგორც ნაჩვენებია მომდევნო სურათზე:
  5. NetBeans IDE, New Project wizard, Choose Project page.

  6. ოსტატის Name and Location გვერდის ფანჯარაში, გააკეთეთ შემდეგი (როგორც ნაჩვენებია ქვედა სურათზე):
    • Project Name ველში, დაბეჭდეთ Hello World App.
    • Create Main Class ველში, დაბეჭდეთ helloworldapp.HelloWorldApp.
    • Set as Main Project ჩამრთველი დატოვეთ ჩართულ მდგომარეობაში.
  7. NetBeans IDE, New Project wizard, Name and Location page.

  8. დააჭირეთ ღილაკს Finish.

პროექტი შეიქმნება და გაიხსნება IDE-ში. თქვენ უნდა ხედავდეთ შემდეგ კომპონენტებს:

  • Projects ფანჯარა, რომელიც წარმოდგენილია, როგორც თქვენი პროექტის კომპონენტებისაგან (საწყისი ფაილები, თქვენს პროექტთან დაკავშირებული ბიბლიოთეკები, და ა.შ.) შემდგარი ხე.
  • Source Editor ფანჯარა რომელშიც გახსნილია ფაილი სახელად HelloWorldApp.
  • Navigator ფანჯარა, რომელიც გამოიყენება არჩეული კლასის ელემენტებში (ველები, მეთოდები) ნავიგაციისათვის.

NetBeans IDE with the HelloWorldApp project open.

გენერირებული საწყისი ფაილისათვის კოდის დამატება

რადგან თქვენ New Project ოსტატის ფანჯარაში, Create Main Class ჩამრთველი ჩართულ მდგომარეობაში დატოვეთ, IDE-მ შექმნა კლასის ჩონჩხი ჩვენს მაგივრად. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ "Hello World!" შეტყობინება ამ კოდს, შემდეგი ხაზის შეცვლით:

            // TODO code application logic here
    
ამ ხაზით:
            System.out.println("Hello World!");
    

აირჩიეთ File >: Save ცვლილებების შესანახად.

ფაილი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს:

 /*
 * HelloWorldApp.java
 *
 * Created on February 5, 2006, 6:43 PM
 *
 * To change this template, choose Tools >: Template Manager
 * and open the template in the editor.
 */

 package helloworldapp;

 /**
 * The HelloWorldApp class implements an application that
 * simply displays "Hello World!" to the standard output.
 */
 public class HelloWorldApp {

     /** Creates a new instance of HelloWorldApp */
     public HelloWorldApp() {
     }

     /**
     * @param args the command line arguments
     */
     public static void main(String[] args) {
         //Display "Hello World!"
         System.out.println("Hello World!");
     }

 }
    

საწყისი ფაილის კომპილაცია

იმისათვის რომ დააკომპილიროთ თქვენი საწყისი ფაილი, აირჩიეთ Build >: Build Main Project IDE-ს მთავარი მენიუდან.

Output ფანჯარა გაიხსნება და თქვენ დაინახავთ გამომავალ ინფორმაციას, დაახლოებით ისეთს, როგორიც მოყვანილია ქვედა სურათზე.

Output window showing results of building the HelloWorld project.

თუ გამომავალი ინფორმაცია სრულდება წინადადებით BUILD SUCCESSFUL, გილოცავთ! თქვენი პროგრამის კომპილაცია წარმატებით დასრულდა!

თუ გამომავალი ინფორმაცია სრულდება წინადადებით BUILD FAILED, თქვენ სავარაუდოდ კოდში სინტაქსური შეცდომა გაქვთ. Otput ფანჯარაში შეცდომები ჩანს ჰიპერ-ბმულების სახით. თუ თქვენ დააწკაპუნებთ ჰიპერ-ბმულზე იგი გადაგიყვანთ შეცდომის მიზეზზე საწყის კოდში. შეცდომის გასწორების შემდგომ მთავარი მენიუდან აირჩიეთ Build >: Build Main Project.

პროექტის კომპილაციის შედეგად HelloWorldApp.class ბაიტკოდის შემცველი ფაილი გენერირდება. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ სად გენერირდება ახალი ფაილი. გაააქტიურეთ Files ფანჯარა (მდებარეობს მარცხენა ზედა კუთხეში, Projects ფანჯრის გვერდით) და გაშალეთ წვერო Hello World App/build/classes/helloworldapp, როგორც ნაჩვენებია ქვედა სურათზე.

Files window, showing the generated .class file.

თქვენი პროექტის კომპილაციის შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი პროგრამის შესრულებაზე გაშვება.

პროგრამის შესრულებაზე გაშვება

IDE-ს მთავარი მენიუდან აირჩიეთ Run >: Run Main Project.

შემდეგ სურათზე ჩანს ის, რასაც თქვენ უნდა ხედავდეთ.

The program prints Hello World! to the Output window (along with other output from the build script).

გილოცავთ! თქვენი პროგრამა მუშაობს!

თქვენ უკვე იცით ინტეგრირებულ სამუშაო გარემოშო როგორ განახორციელოთ ყველაზე ძირითადი ქმედებები.



შემდეგი ნაბიჯები

IDE-ს გამოსადეგი საშუალებების უფრო ვრცლად გაცნობისათვის, რომლებიც მიესადაგება ყველა ტიპის პროგრამებული უზრუნველყოფის შექმნას, იხილეთ ზოგადი ჯავა პროგრამების შექმნის შესავალი.

იმისათვის რომ შექმნათ კონკრეტული ტიპის პროგრამა, გამოიყენეთ ამ ტიპის შესაბამისი NetBeans IDE-ს სახელმძღვანელოების კრებულები. თითოეული კრებული შეიცავს, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი პროგრამისტებისთვის საჭირო ინფორმაციას. ხელმისაწვდომია შემდეგი კრებულები:

Bookmark this page

del.icio.us furl simpy slashdot technorati digg
Companion
Projects:
MySQL Database Server   Open JDK: an Open SourceJDK   GlassFish Community: an Open Source Application Server    Mobile & Embedded Community    Open Solaris   java.net - The Source for Java Technology Collaboration   Virtual Box - full virtualizer  Open ESB - The Open Enterprise Service Bus Powered by