NetBeans IDE ჯავას დამწყების სახელმძღვანელო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NetBeans ინტეგრირებულ გარემოში!
ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნათ მარტივი "Hello World" კონსოლური პროგრამა NetBeans ინტეგრირებულ გარემოს (IDE) საშუალებით. სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდგომ თქვენ გექნებათ ზოგადი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნათ, დააკომპილიროთ და შეასრულოთ პროგრამები ინტეგრირებულ გარემოში.
ამ სახელმძღვანელოს გასარჩევად დაგჭირდებათ 10 წუთზე ნაკლები.
ამ სახელმძღვანელოს გარჩევის შემდგომ შეგიძლიათ გადახვიდეთ სახელმძღვანელოების კრებულებზე, რომლებიც განთავსებული არიან დოკუმენტაცია, წვრთნა და მხარდაჭერა გვერდზე.
ეს სახელმძღვანელოები ვრცლად აღწერენ ინტეგრირებული გარემოს (IDE) შესაძლებლობებს და სხვადასხვა ტიპის სისტემების შექმნის პროგრამულ ხერხებს. თუ თქვენ არ გსურთ "Hello World" პროგრამის შექმნა, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს სახელმძღვანელო და პირდაპირ გადახვიდეთ ამ კრებულებზე.
პირველი პროგრამის შესაქმნელად, აუცილებელია თქვენს კომპიუტერზე დაინსტალირებული იყოს შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფა
პროექტის მომზადება
IDE პროექტის შესაქმნელად:
- გაუშვით NetBeans IDE.
- IDE-ში, აირჩიეთ File > New Project (Ctrl-Shift-N), როგორც ნაჩვენებია ქვედა სურათზე.

- New Project ოსტატის ფანჯარაში, აირჩიეთ კატეგორია Java და აირჩიეთ Java Application როგორც ნაჩვენებია მომდევნო სურათზე. დააჭირეთ ღილაკს Next.

- ოსტატის Name and Location გვერდის ფანჯარაში, გააკეთეთ შემდეგი (როგორც ნაჩვენებია ქვედა სურათზე):
- Project Name ველში, დაბეჭდეთ
HelloWorldApp.
- Use Dedicated Folder for Storing Libraries ჩამრთველი დატოვეთ გამორთულ მდგომარეობაში.
(თუ თქვენ იყენებთ NetBeans IDE 6.0, ეს ჩამრთველი არ ჩანს.)
- Create Main Class ველში, დაბეჭდეთ
helloworldapp.HelloWorldApp.
- Set as Main Project ჩამრთველი დატოვეთ ჩართულ მდგომარეობაში.

- დააჭირეთ ღილაკს Finish.
პროექტი შეიქმნება და გაიხსნება IDE-ში. თქვენ უნდა ხედავდეთ შემდეგ კომპონენტებს:
- Projects ფანჯარა, რომელიც წარმოდგენილია, როგორც თქვენი პროექტის კომპონენტებისაგან (საწყისი ფაილები, თქვენს პროექტთან დაკავშირებული ბიბლიოთეკები, და ა.შ.) შემდგარი ხე.
- Source Editor ფანჯარა რომელშიც გახსნილია ფაილი სახელად
HelloWorldApp.
- Navigator ფანჯარა, რომელიც გამოიყენება არჩეული კლასის ელემენტებში სწრაფი ნავიგაციისათვის.

გენერირებული საწყისი ფაილისათვის კოდის დამატება
რადგან თქვენ New Project ოსტატის ფანჯარაში, Create Main Class ჩამრთველი ჩართულ მდგომარეობაში დატოვეთ, IDE-მ შექმნა კლასის ჩონჩხი ჩვენს მაგივრად. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ "Hello World!" შეტყობინება ამ კოდს, შემდეგი ხაზის შეცვლით:
// TODO code application logic here
ამ ხაზით:
System.out.println("Hello World!");
აირჩიეთ File > Save ცვლილებების შესანახად.
ფაილი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს:
/*
* To change this template, choose Tools | Templates
* and open the template in the editor.
*/
package helloworldapp;
/**
*
* @author Sonya Bannister
*/
public class HelloWorldApp {
/**
* @param args the command line arguments
*/
public static void main(String[] args) {
System.out.println("Hello World!");
}
}
საწყისი ფაილის კომპილაცია
იმისათვის რომ დააკომპილიროთ თქვენი საწყისი ფაილი, აირჩიეთ Build > Build Main Project (F11) IDE-ს მთავარი მენიუდან.
კომპილაციის პროცესის გამომავალი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია Window > Output > Output არჩევით მთავარი მენიუდან.
Output ფანჯარა გაიხსნება და თქვენ დაინახავთ გამომავალ ინფორმაციას, დაახლოებით ისეთს, როგორიც მოყვანილია ქვედა სურათზე.

თუ გამომავალი ინფორმაცია სრულდება წინადადებით BUILD SUCCESSFUL, გილოცავთ! თქვენი პროგრამის კომპილაცია წარმატებით დასრულდა!
თუ გამომავალი ინფორმაცია სრულდება წინადადებით BUILD FAILED, თქვენ სავარაუდოდ კოდში სინტაქსური შეცდომა გაქვთ. Output ფანჯარაში შეცდომები ჩანს ჰიპერ-ბმულების სახით. თუ თქვენ დააწკაპუნებთ ჰიპერ-ბმულზე იგი გადაგიყვანთ შეცდომის მიზეზზე საწყის კოდში. შეცდომის გასწორების შემდგომ მთავარი მენიუდან აირჩიეთ Build > Build Main Project.
პროექტის კომპილაციის შედეგად HelloWorldApp.class ბაიტკოდის შემცველი ფაილი გენერირდება. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ სად გენერირდება ახალი ფაილი. გაააქტიურეთ Files ფანჯარა (მდებარეობს მარცხენა ზედა კუთხეში, Projects ფანჯრის გვერდით) და გაშალეთ წვერო HelloWorldApp/build/classes/helloworldapp, როგორც ნაჩვენებია ქვედა სურათზე.

თქვენი პროექტის კომპილაციის შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი პროგრამის შესრულებაზე გაშვება.
პროგრამის შესრულებაზე გაშვება
IDE-ს მთავარი მენიუდან აირჩიეთ, Run > Run Main Project (F6).
შემდეგ სურათზე ჩანს ის, რასაც თქვენ უნდა ხედავდეთ.

გილოცავთ! თქვენი პროგრამა მუშაობს!
თქვენ უკვე იცით ინტეგრირებულ სამუშაო გარემოშო როგორ განახორციელოთ ყველაზე ძირითადი ქმედებები.
შემდეგი ნაბიჯები
IDE-ს გამოსადეგი საშუალებების უფრო ვრცლად გაცნობისათვის, რომლებიც მიესადაგება ყველა ტიპის პროგრამებული უზრუნველყოფის შექმნას, იხილეთ ზოგადი ჯავა პროგრამების შექმნის შესავალი.
იმისათვის რომ შექმნათ კონკრეტული ტიპის პროგრამა, გამოიყენეთ ამ ტიპის შესაბამისი NetBeans IDE-ს სახელმძღვანელოების კრებულები. თითოეული კრებული შეიცავს, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი პროგრამისტებისთვის საჭირო ინფორმაციას. ხელმისაწვდომია შემდეგი კრებულები: